გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში ომის დასრულებისთვის.
მინისტრმა მოუწოდა პროგრესულ არაბულ ქვეყნებს, „ზეგავლენა“ იქონიონ „ჰამასზე“, რათა დაყაროს იარაღი.
„ისრაელის ბრძოლა უდანაშაულო პალესტინელების წინააღმდეგ კი არა, არამედ, ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ წინააღმდეგ არის მიმართული,“ აღნიშნა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, მხოლოდ პროკლამაციებით მოუწოდო მოსახლეობას, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ, როცა ამგვარი უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. საჭიროა უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსახლეობას შეეძლება, წავიდეს, სამხედრო აქცია უფრო მიზნობრივად უნდა ჩატარდეს.
ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ და ევროკავშირი აღიარებენ.