საჰარეო ძალების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დედაქალაქ კიევის მიმართულებით რუსების მიერ დღეს დილით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურეს.
„საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რვა საჰაერო სამიზნე, რომლებიც დედაქალაქისკენ ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავდნენ,“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
დღეს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და დედაქალაქსა და კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.