თვითმფრინავი, რომელსაც რადიოაქტიური ნივთიერებები გადაჰქონდა, მოსკოვის აეროპორტში ავარიულად დაეშვა - მედია

ხანტი-მანსიისკი-მოსკოვის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავში 19 კგ რადიოაქტიური ნივთიერება იყო. იუწყება ტელეგრამ არხი Shot-ი. გავრცელებული ინფორმაციით, Utair-ის თვითმფრინავმა, რომელშიც 104 მგზავრი იმყოფებოდა, დაახლოებით, 01:00 საათზე სადესანტო მექანიზმის გაუმართაობის შესახებ სიგნალი გაგზავნა.

„ბორტზე 19 კილოგრამი რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც სახიფათო ტვირთის კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ ნებადართულია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ,“ - აღნიშნავს არხი. მისივე თანახმად, საშიში ტვირთი არ დაზიანებულა.