ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის და აწარმოებს უფრო მეტ საბრძოლო მასალას, სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ მას სჭირდება ძლიერი დასავლური კომპანიების დახმარება, რომლებთანაც მას შეუძლია, ჭურვების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის სისტემების და სარაკეტო სისტემების ერთობლივი წარმოება.
გარდა ამისა, პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის იდეაზე, შექმნას თავდაცვის ცენტრი მის ტერიტორიაზე. ამისთვის, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მზადაა, ძალიან სწრაფად მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება, გაამარტივოს ბიუროკრატიული პროცედურები და მომავალ საწარმოებს მიაწოდოს შეკვეთები.
„ჩვენ მზად ვართ სწრაფად გადავწყვიტოთ და უკვე დავიწყეთ ამის გაკეთება, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს სისტემის შესაცვლელად, რადგან ომში ვართ," - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას.