დანილოვის თქმით, კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ომს წააგებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივნის, ოლექსი დანილოვის შეფასებით, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ მოლოდინი არ გაამართლა.

დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ომს წააგებს. დანილოვის თქმით, ბრძოლის ველზე ყოველთვის ფრიადოსანი ვერ იქნები, როდესაც მდგომარეობა რთულია.


„მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება. ის, რომ ორი წელია ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა.

„ადამიანები ხანდახან შეცდომებს უშვებენ, მთელი ცხოვრება ფრიადოსანი ვერ იქნები. ფრონტზე მდგომარეობა ძალიან რთულია, ომის ძველი სახელმძღვანელოების, მათ შორის NATO-ს, არქივში დაბრუნებაა საჭირო. ასეთი ომი, როგორიც ახლა ჩვენს ქვეყანაშია, არც მე-20 და არც 21-ე საუკუნეში არ ყოფილა,“ - განაცხადა დანილოვმა.