უნგრეთის შემდეგ, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ავსტრიაც ეწინააღმდეგება - მედია

ვსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება

კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს.


„არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს,“ - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის მთავრობა, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება.