უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნეს - ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში გორლოვკასთან ახლოს, დაიბრუნეს ტერიკონი, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებული იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს. ზელენსკი, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, წერს, რომ დეოკუპირებულ ტერიტორიაზე ახლა უკრაინული დროშა ფრიალებს.

„ჩვენი გმირები არიან მეფე დანილოს სახელობის 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, სამეფო ბრიგადის თავდასხმის ჯგუფი. მიუხედავად მძიმე პირობებისა, მან მოიგერია ერთ-ერთი ტერიკონი ჰორლივკას შიგნით და მტრის პოზიციები აიღო. ახლა ჩვენი დროშა ფრიალებს ტერიტორიაზე... "გორლოვკა უკრაინაა! დონბასი უკრაინაა!" - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.