საფრანგეთის ელჩი: რუსეთს უნდა გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ 2008 და 2014 წლები აღარ განმეორდება

საფრანგეთი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს. შესაბამისი კომენტარი ელჩმა შერაზ გასრიმ სოციალუ ქსელში განათავსა.

„საფრანგეთ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, როგორც ეს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციებით გამოხატა. საჭიროა, რუსეთს გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ 2008 და 2014 წლები აღარ განმეორდება,“ - წერს ელჩი.

8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.