ზელენსკი: აშშ-ის სენატში მეგობრული და გულწრფელი საუბარი მქონდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში შეხვედრა გამართა.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ „ძალიან ძლიერი“ შეხვედრა იყო.

მისი თქმით, ზელენსკიმ „ძალიან დეტალურად გამოკვეთა“, თუ რა სჭირდება უკრაინას და როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ დაცვაში უკრაინის დახმარება.

„თუ ის მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება, ის გაიმარჯვებს. თუ წავაგებთ, პუტინი მოიგებს, და ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა შეერთებული შტატებისთვის,” - განაცხადა შუმერმა.


„აშშ-ის სენატის წევრებს ვესაუბრე უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ასევე ვუპასუხე მათ შეკითხვებს,“ - დაწერა თავის მხრივ, ზელენსკიმ X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

მან ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაში ლიდერობისთვის დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებს მადლობა გადაუხადა.