Reuters: რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოყენებული ძალების 90%-მდე დაკარგა

Reuters-ი ამერიკული დაზვერვის მონაცემების მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე შეგროვებული არმიის 90%-მდე დაკარგა.

ამერიკული დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი სამხედროების მიერ მოსკოვის პირადი შემადგენლობისთვისა და ჯავშანტექნიკისთვის მიყენებულმა დანაკარგებმა რუსული სამხედრო მოდერნიზაცია 18 წლით უკან გადაწია.


წყაროს ცნობით, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებით, რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა 360 000 სამხედრო მოსამსახურით დაიწყო. მას შემდეგ, აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან 315 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლულ ან დაჭრილ იქნა, რაც სრული შემადგენლობის დაახლოებით 87%-ს შეადგენს.

გამოცემის წყაროს თქმით, ხსენებულმა დანაკარგებმა რუსეთი აიძულა, სამხედრო გაწვევის სტანდარტები შეესუსტებინა და ნასამართლევი და ასაკიანი პირების გაწვევა მოეხდინა.

„რუსეთმა ბრძოლის ველზე ჯავშანტექნიკის 1,300 ერთეული დატოვა, და დანაკარგების შევსება 1970-იან წლებში წარმოებული T-62 ტანკებით უწევს,“ - წერს Reuters-ი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს ომს.