სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს

სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს. მოსკოვი სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟს განიხილავს, როგორც ბულგარეთის მტრულ ნაბიჯს, რომელიც “აუარესებს ორმხრივ ურთიერთობებს.“ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

წლების განმავლობაში კამათის და პროტესტის შემდეგ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. ძეგლის დანგრევის მიზეზი, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ქანდაკებების ცუდი მდგომარეობაა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.

ცნობილია, რომ რესტავრირებული ბრინჯაოს ფიგურები სამუშაოს დასრულების შემდეგ მუზეუმში განთავსდება. Euronews-ის ცნობით, ძეგლის დემონტაჟის საკითხი 90-იანი წლების შუა ხანებიდან დადგა და ყველაზე მწვავედ ეს თემა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაისვა.