ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ნორვეგიაში ჩავიდა. ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებს უკრაინისადმი ნორვეგიის უწყვეტ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამართავენ.

ნორვეგიის მთავრობა განცხადებაში ადასტურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.


„უკრაინის ძალისხმევა მნიშვნელოვანია ნორვეგიაში თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად,“ აღნიშნა იონას გაჰრ სტორემ.

ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელზეც შეიკრიბებიან ჩრდილოეთ ევროპის ხუთი სახელმწიფოს: დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და შვედეთის ლიდერები. ეს სახელმწიფოები უკრაინის მთავარ დონორებს შორის არიან.