ევროკავშირს სურს, დააჩქაროს საბრძოლო მასალის წარმოება, რათა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
ევროკავშირი 2024-2027 წლებისთვის ასევე ამზადებს უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტს, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 50 მილიარდი ევროა.
„არსებობს საერთო პოლიტიკური ნება, რომ გავაუმჯობესოთ ინსტრუმენტი, გავაუმჯობესოთ მექანიზმი, რათა ევროკავშირისა და ორმხრივი დახმარების საშუალებით, მეტი რაკეტა, მეტი საბრძოლო მასალა ვაწარმოოთ," - აღნიშნა მიშელმა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე, ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობებში დამატებითი ინვესტირების გეგმებსაც განიხილავენ.