ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) მნიშვნელოვანი ალტერნატივაა ტრადიციული საკომუნიკაციო მარშრუტების შეფერხების ფონზე, განაცხადა 13 დეკემბერს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა მთავრობის სხდომაზე.
მისი განმარტებით, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ტრადიციული საკომუნიკაციო გზების მოშლის გამო, საჭიროა ალტერნატიული მარშრუტების მოძიება. ამის ნათელი მაგალითი კი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია.
როგორც ყაზახეთის პრემიერმა აღნიშნა, საზღვაო ტრანსპორტი ტვირთბრუნვის 60 პროცენტზე მეტს და მთელი საერთაშორისო ვაჭრობის 80 პროცენტს შეადგენს. მისივე თქმით, შიდა საზღვაო ნავსადგურების სრული განვითარების მიზნით, კურიკის პორტში სამუშაო მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო 2025 წელს - აქტაუში, რაც დიდი ტონაჟის გემების მოზიდვას შესაძლებელს გახდის.