ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დამატებით დაეხმარება. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, იონას გაჰრ სტორემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ უკრაინას თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანადაფინანსებას გავუწევთ, რათა მას თავის დასაცავად საკმარისი საბრძოლო მასალა ჰქონდეს,“ - განაცხადა იონას გაჰრ სტორემ.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნორვეგიის მხარდაჭერა სხვებს მაგალითს აძლევს.
„დღეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გაჰრ სტორეს შევხვდი და უკრაინასა და ნორვეგიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განვიხილე. მათ შორის, უკრაინელი მეომრების მხარდაჭერა, შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფა და ჩვენი ქალაქების დაცვა,“ - წერს ზელენსკი X-ზე.