სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეას, დაუფიქრებელი ქმედებების საპასუხოდ, ჯოჯოხეთური განადგურებით ემუქრება.
„ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - მშვიდობა ან განადგურება," - ამბობს მინისტრი.
მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები ამ მშვიდობას ზიანს მიაყენებს, მათ მხოლოდ ჯოჯოხეთური განადგურება ელოდებათ."
ეს განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის სარაკეტო სარდლობა მოინახულა და განაცხადა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სამხრეთ კორეა მტრის თავსა და გულზე სასიკვდილო იერიშს მიიტანს.
სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები პარასკევს გამართავენ მოლაპარაკებებს ბირთვული შეკავების შესახებ, რაც ვაშინგტონის ვალდებულების ნაწილია, სეულს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მის გეგმებზე, ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც მათი 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, მეზობლები ტექნიკურად ომის მდგომარეობაში რჩებიან.