ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გაფართოებას ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკად მიიჩნევს.
„ჩემთვის, როგორც საგარეო პოლიტიკაში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბევრი ადამიანის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ საქმე.
ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად 27-ზე მეტი წევრის პირობებში. ეს ჩვენი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ შექმნილი მოლოდინები,“ – განაცხადა ბორელმა.
ამასთანავე, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია და უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით.
„საქართველო კარგად მუშაობს, საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით,“ განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.