ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერია.
„ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება იყო ყველაზე წარმატებული და ძლიერი ინსტრუმენტი. ეს არის ორმხრივი სარგებელი ყველასთვის.
ჩვენ ეს წარსულში ვნახეთ. დღეს ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, რადგან თუ ჩვენ ვიძლევით იმედს, ამას თან უნდა ახლდეს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. სხვა შემთხვევაში, იმედი გაქრება და მეორე, ამ სიცარიელეს შეავსებენ ისინი, ვინც ხელს უწყობს არასტაბილურობას ჩვენს უშუალო სამეზებლოში.
ეს არცერთ ჩვენგანს არ სურს. ჩვენ დღეს და ხვალ გავაგზავნით მკაფიო შეტყობინებებს. როგორც მანამდე ვთქვით, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას პირველ რიგში უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. ჩვენ მივესალმებით და გავაგრძელებთ შემდეგი ნაბიჯების განხილვას,“ – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.