რუსეთმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ძებნილად გამოაცხადა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვზე ძებნაში გამოაცხადა.


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნება ბუდანოვი.

„ძებნის გამოცხადების საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით,“ - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში. 2023 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილო ბუდანოვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტისთვის“.


მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ უკრაინელ გენერალს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ კირილო ბუდანოვზე თავდასხმის 10-ზე მეტი მცდელობა იყო.