დანილოვი: რუსეთთან ომს არ წავაგებთ - ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა

უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, უკრაინა რუსეთთან ომს არ წააგებს.

„ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზეა უამრავი ქვეყანა, რომელიც ამ საზიზღრობასთან - რუსეთის ფედერაციასთან - ბრძოლაში გვეხმარება“, - აღნიშნა დანილოვმა.


დანილოვის თქმით, ცხადია, ფრონტზე შეიძლება, იყოს რთული სიტუაციები. ომი ძალიან რთული რამაა და ესა თუ ის პოზიცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

„მაგრამ გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ დგება დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით. ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რთული სიტუაციები არსებობს, მთავარია, არ იყოს საბედისწერო, დღეს არაფერია საბედისწერო,“ - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.