აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს შესთავაზა კომპრომისი, რაც უკრაინის დახმარების შესახებ ორპარტიული შეთანხმების პერსპექტივას ზრდის. ამის შესახებ Bloomberg რესპუბლიკელი სენატორების განცხადებაზე მითითებით წერს. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ბაიდენის შეთავაზებას განიხილავენ. მეტი სიმკაცრის მომხრე რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ შეთავაზება დიდად შორსმიმავალი არ არის.
წინადადება პრეზიდენტს საბუთების არმქონე მიგრანტების დეპორტაციისთვის გაფართოებულ უფლებამოსილებას მიანიჭებს.
რესპუბლიკელი სენატორები ამჟამად განიხილავენ ბაიდენის საიმიგრაციო წინადადებას. რესპუბლიკელები საიმიგრაციო კონტროლის გაძლიერებას ითხოვენ საიმისოდ, რომ დაამტკიცონ დამატებითი 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, საიდანაც 61 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვის არის გამოყოფილი.