აშშ-ს ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე ექნება წვდომა

  • შეთანხმება აშშ-ს საშუალებას აძლევს, შეინახოს იარაღი ფინეთის მიწაზე
  • აშშ-ს ექნება წვდომა ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე

ფინეთი და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას აფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ავრცელებს.

„თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აშშ-სთან ჩვენს თანამშრომლობას გააღრმავებს და კრიზისის შემთხვევაში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ელინა ვალტონენმა.


შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე არსებულ 15 ობიექტზე ექნება წვდომა, სადაც იგი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის განთავსებას შეუფერხებლად შეძლებს.

ფინეთი აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 18 დეკემბერს, ვაშინგტონში მოაწერს ხელს.

„შეთანხმება ნიშნავს, რომ აშშ ვალდებულია, დაიცვას ფინეთი, თუ სკანდინავიური ქვეყანა თავდასხმის წინაშე აღმოჩნდება,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის უკიდურესად ძლიერი გზავნილი ამ დღეებში” და NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად, ისეთ ძლიერ შეკავებას ქმნის, რომ ვერავინ გაბედავს ფინეთზე სამხედრო ზეწოლას.”