სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.
„ვულოცავ ჩემს კოლეგებს, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და სამი ქვეყნის ხალხს ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის ვინც დემოკრატიულ პრინციპებს იზიარებს,“ - წერს არარატ მირზოიანი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.