ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრომონი მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ არის გზა გასავლელი.
`თქვენმა ევროპულმა სულმა, თქვენმა ერთგულებამ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ძალიან მნიშვნელოვნად იმოქმედა. ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში, რომელსაც ეკუთვნით“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.