იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს. სანქცირებულნი არიან პირები, ორგანიზაციები და ფირმები რუსეთიდან და კიდევ 5 სხვა ქვეყნიდან.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში შედიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტატიანა შევცოვა, ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა, მოსკოვის რეგიონის ბავშვთა ომბუდსმენი ქსენია მიშონოვა და კიდევ 32 რუსი სამოქალაქო და სამხედრო პირი, ასევე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 43 სამეცნიერო-საწარმოო კომპანია და სახელმწიფოს მიერ შექმნილი რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია.


იაპონიამ სანქციები ასევე დაუწესა 16 პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასში ომის დაწყებაში. ყველა ამ ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

პარალელურად, იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა 57 კომპანიის სია რუსეთიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, სირიიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ექსპორტის შეზღუდვებს.