გერმანული მწარმოებელი Quantum-Systems-ი უკრაინაში კვლევისა და განვითარების ცენტრს ქმნის.
„2024 წელს დრონების სათადარიგო ნაწილების წარმოება უკრაინაში მოხდება, ხოლო ამ უპილოტო საფრენი აპარატების სრული აწყობა იგეგმება 2025 წლისთვის. ამ გეგმების განსახორციელებლად, ჩვენ ვიქირავეთ რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი ფართი ჩვენი წარმოების, კვლევისა და განვითარების გუნდისთვის. ამ პროექტზე დაახლოებით 40 სპეციალისტი იმუშავებს“, - აღნიშნა კომპანიის ოპერაციულმა ოფიცერმა უკრაინაში, ალექსანდრე ბერეჟნოიმ.
გასულ გაზაფხულზე Quantum-Systems-მა გახსნა სერვისის, მხარდაჭერის, სასწავლო და ლოგისტიკური ცენტრი უკრაინაში.