მსოფლიო ბანკი უკრაინას გრანტებისა და სესხების კომბინაციის საფუძველზე, დამატებით, 1,34 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაფინანსება უკრაინაში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამძლეობის საჯარო ხარჯების პროგრამის (PEACE) ნაწილია, რომელიც შექმნილია ქვეყნის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად.
14 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა სხვა მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინაში 39 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.