საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.