უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილზე (გუნდიაევი) ძებნა გამოაცხადა.
ამის შესახებ მედია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაზე დაყრდნობით წერს.
უწყების ვებგვერდზე განთავსებული ანკეტაში წერია, რომ პატრიარქი კირილი იძებნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის და აგრესიული ომის წარმოებისთვის. აქვე მითირებულია ინფორმაცია ძებნილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ და წერია, რომ ის უნდა დააკავონ.
პატრიარქ კირილს ბრალი დაუსწრებლად სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენეს: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლება, ასევე აგრესიული ომის გაჩაღება და წარმოება.
გამოძიების თანახმად, პატრიარქი „რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.“
პატრიარქი კირილი დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ჩეხეთის სანქცირებულ პირთა სიაშია. ესტონეთმა და ლიეტუვამ კი, მას თავიანთ ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს.