ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს იწყებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს დაიწყებს. პენტაგონის ცნობით, ოსტინი ისრაელში, კატარსა და ბაჰრეინში ჩავა.

მოგზაურობა ასევე მოიცავს ვიზიტს USS Gerald R. Ford-ზე (ამერიკული ავიამზიდი), რომელიც ახლა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადადგილდება.


როგორც პენტაგონში აცხადებენ, ისრაელში ვიზიტისას ოსტინი ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ ერთგულებას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ის ასევე განიხილავს ნაბიჯებს, რომლებსაც ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში ზიანის შესამცირებლად დგამს.

საბოლოო ჯამში ისრაელის გადასაწყვეტია, თუ როგორ გადავიდეს ოპერაციების შემდეგ ეტაპზე, ოსტინი დაინტერესებულია, მეტი შეიტყოს მათი სამომავლო გეგმების შესახებ,“ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


რაც შეეხება ბაჰრეინში ოსტინის ვიზიტს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალურ სარდლობას ეწვევა. შეერთებულ შტატებსა და ბაჰრეინს შორის დისკუსიების ნაწილი მოიცავს აშშ-ის ძალისხმევას, უზრუნველყონ მრავალმხრივი კოალიციები იმ აგრესიის საპასუხოდ, რაც გემებსა და გლობალურ ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.


კატართან დაკავშირებით, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, კატარმა “ჰამასთან“ აშშ-ის კომუნიკაციის უზრუნველყოფის მხრივ, გადამწყვეტი როლი ითამაშა.  

„ეს ძალისხმევა გადამწყვეტი იყო ზოგიერთი მძევლის გათავისუფლების შესახებ შეთანხმების უზრუნველსაყოფად.ატარი აშშ-მ  NATO-ს არაწევრ მოკავშირედ აღიარა, ის ასევე მასპინძლობს აშშ-ის ძალებს ალ უდეიდის საჰაერო ბაზაზე. მდივანი სწორედ ამ ლოკაციას ეწვევა,“ - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.