უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 30 დრონი ჩამოაგდეს.
რუსების შეტევებს უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების მებრძოლები, ასევე, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები იგერიებდნენ.
„სულ რუსების თავდასხმისას Shahed-136/131 ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატი იყო გამოყენებული, რომელიც მტერმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით გაუშვა,“ - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამ“ არხზე.