ელექტროენერგიის ექსპორტის საკითხზე, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის პერსპექტივებზე, ბაქოში ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჯოარაბეკ მირზამაჰმუდოვმა, უზბეკეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა და ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა.


ერთობლივი კომუნიკე ენერგიის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ელექტროენერგიის ექსპორტზე ერთობლივი საწარმოს შექმნაზე და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე. ერთობლივი კომუნიკეს მიხედვით, პროექტში მონაწილეობა რეგიონში მდებარე მესამე ქვეყნებსაც შეუძლიათ.