უკრაინა 2024 წლისთვის იარაღის შიდა წარმოების გაზრდას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი მიზანი მომავალ წელს იარაღის შიდა წარმოების გაზრდაა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და ხაზი გაუსვა უკრაინის ძალისხმევას, მეტი იარაღი აწარმოოს იმ ფონზე, როცა დასავლელი მოკავშირეებისგან მიწოდების ჯაჭვში გაურკვევლობა შეინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა მომავალ წელს სამხედრო წარმოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,9 მილიარდი დოლარს გამოყოფს.


„ჩვენი გუნდის მუშაობის ფოკუსი არის უკრაინაში იარაღის წარმოების ლოკალიზაცია, ერთობლივი კომპანიების შექმნა, ინვესტიციების ჩადება თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად,” - განაცხადა.


მინისტრმა ბრიტანულ თავდაცვის კომპანიებს უკრაინელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

უმეროვმა აღნიშნა, რომ ამ კვირის დასაწყისში, კიევში გამართულ უკრაინულ-ბრიტანული თავდაცვის ინდუსტრიის ერთობლივ კონფერენციაზე, ბრიტანეთის თავდაცვის ზოგიერთი უმსხვილესი მწარმოებლის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვდა. მან განაცხადა, რომ უკრაინა ბრიტანელ მწარმოებლებთან პირდაპირი გარიგებებით არის დაინტერესებული.


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ივან ჰავრილიუკმა მანამდე აღნიშნავდა, რომ ქვეყანა გეგმავს მომავალ წელს რამდენჯერმე გაზარდოს რაკეტების, იარაღისა და სხვა სამხედრო ტექნიკის წარმოება, განსაკუთრებული აქცენტით საჰაერო თავდაცვაზე.