ქუვეითის მმართველი ამირა, ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ქუვეითის ამირა, ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ნოემბრის ბოლოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში მოათავსეს.
შეიხი ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ქუვეითს 2020 წლიდან მართავდა.
ქუვეითის ახალი ამირა შეიხი ნავაფის ნახევარძმა, მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი გახდება.