ლიბიის მახლობლად გემი ჩაიძირა, დაიღუპა 60-ზე მეტი მიგრანტი - გაერო

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აცხადებს, რომ ლიბიის სანაპიროებთან ეძებენ 61 მიგრანტს, რომლებიც სავარაუდოდ, მათი ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ.

IOM-ის ცნობით, ბორტზე საერთო ჯამში, დაახლოებით 86 მიგრანტი იყო. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი, 25 ადამიანი გადაარჩინეს.

მსხვერპლთა უმეტესობა, მათ შორის ქალები და ბავშვები ნიგერიიდან, გამბიიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან იყვნენ.

ლიბია და ტუნისი ძირითადი პუნქტებია, საიდანაც მიგრანტები, სახიფათო გზას იტალიის გავლით ევროპაში ჩაღწევის იმედით გადიან.