ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა

აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში შევიდა.

მანამდე, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ 15 დეკემბერს, ვაშინგტონში ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართეს.

„ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიუღებელია და გამოიწვევს კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს,“ - ნათქვამია აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ განცხადებაში.


სამხრეთ კორეის მაღალჩინოსანმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, ამ თვეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს. მეორე ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, USS Santa Fe, ნოემბერში სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუს პორტში შევიდა.

ცნობისთვის, ამერიკული ავიამზიდი USS Carl Vinson პუსანის პორტში, გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების გაზრდის მიზნით შევიდა.