პოლონეთში ამერიკული ბაზა ამოქმედდა

პოლონეთში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა ამოქმედდება. რეძიკოვოს საჰაერო ბაზა ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგდა. ეს არის ამ ტიპის მეორე ამერიკული ბაზა ევროპაში, პირველი კი, სამხრეთ რუმინეთში მდებარეობს. NATO-ს ცნობით, ამერიკული წარმოების Aegis სისტემები, ირანის  ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვას ისახავს მიზნად. 

რუმინეთსა და პოლონეთში განლაგებული ბაზები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს სარადარო ობიექტს თურქეთში, სამეთაურო ცენტრს გერმანიაში და ასევე, აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს.


რეძიკოვოს ბაზა 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი გახსნა არაერთხელ გადაიდო. Aegis სისტემა შექმნილია სატელიტური სისტემებით რაკეტების გაშვების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. ალიანსი აცხადებს, რომ სისტემა დაიცავს მის წევრებს ირანიდან გაშვებული მოკლე და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებისგან. თუმცა, სისტემა ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ არ მუშაობს.


რეძიკოვოს ბაზა კალინინგრადიდან (რუსული ექსკლავი ბალტიის ზღვაზე პოლონეთსა და ლიეტუვას შორის) დაახლოებით 150 კილომეტრში (93 მილი) მდებარეობს 

Aegis სისტემა ასევე განლაგებულია ამერიკულ, იაპონურ და სამხრეთ კორეის გემებზე აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის რაკეტებისგან აშშ-ის მოკავშირეების დასაცავად.