გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის აუცილებლობა აღიარა და მის შეჩერებას შეცდომა უწოდა.
„მე განვიხილავ ყველა ვარიანტს... ერთ დროს იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შეჩერების მიზეზები. მაგრამ ეს შეცდომა იყო," - განუცხადა პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს ინტერვიუში.
თუმცა მისი განმარტებით, ახლა სავალდებულო გაწვევაზე დაბრუნება რიგი საკითხების გამო, მათ შორის, სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზებით, რთულია.
ამავდროულად, ის ამჟამად შვედურ მოდელს განიხილავს, სადაც სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელნი არიან როგორც კაცები, ასევე, ქალები, მაგრამ მათი მხოლოდ ნაწილია გაწვეული, გერმანიაში გენერალური გაწვევა 2011 წლის პირველ ივლისს გაუქმდა. აპრილში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ესპანურ გაზეთ La Vanguardia-ს განუცხადა, რომ გერმანია არ აპირებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას, რადგან ბერლინს ამის შესაძლებლობა და სახსრები არ გააჩნდა.