- უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა თავისი SU-25 ჩამოაგდეს
რუსმა საზენიტო მსროლელებმა რუსული “SU-25” მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამზე“ წერს. ”დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რუსული „სუ-25“ უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ ჩამოუგია. ეს იყო რუსი საზენიტო მსროლელების მკაფიო და კოორდინირებული მოქმედებები, რისთვისაც დიდი მადლობა მათ მთელი უკრაინელი ხალხისგან! მინუს ერთი ოკუპანტების „სუ-25“ გაგრძელება იქნება,“ - წერს ოლეშჩუკი.