გასული წლის თებერვალში უკრაინის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ბრიგადამ ცულ მცირე 234 მებრძოლი დაკარგა და ბრიგადის საერთო დანაკარგები მძიმედ დაჭრილი, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულების სახით, შეიძლება, 1,450 ადამიანს, აღემატებოდეს.
BBC-ის რუსული სამსახურის თანახმად, 234 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის სახელები ღია წყაროებიდან Mediazon-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშით იყო იდენტიფიცირებული. ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე ამ დანაყოფის დანაკარგები ჩეჩნეთში, ომის 10 წლის განმავლობაში. დაღუპულთა შორის სულ მცირე 18 რუსი ოფიცერია, მათ შორის ჯავშანტექნიკის სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი მოსკვიჩევი, ოთხი მაიორი და ხუთი კაპიტანი.
წინა კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ, BBC-ის რუსული სამსახურისა და Mediazon-ის ახალ ანგარიშში იყო ნათქვამი, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 39 424 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.