მწერალი ბორის აკუნინი რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანეს

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.

„მე ვარ ქართველი, მაგრამ რუსი მწერალი. მე მიყვარს რუსეთი. ჩემთვის აუტანელია იმის ხილვა, თუ რა ემართება მას ახლა, მაგრამ უფრო მძიმეა იმის ყურება, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს.


სწორედ ამას ვგრძნობდი 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. გახსოვდეთ – პუტინის სახელმწიფო და რუსეთი არ არის ერთი და იგივე. რუსეთი დაპყრობილია ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ, ის ტყვეობაშია.

არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი – ის ცოცხალია და იბრძვის. ერთხელაც გადააგდებს ამ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ტყუილსა და შიშს ეფუძნება,“ – განაცხადა აკუნინმა 2022 წლის მარტში.

2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, აკუნინი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მწერალი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ კამპანიებშია ჩართული.