გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Twitter-ზე (X) დაწერა.
„ეს აშკარად არ არის ის სიურპრიზი, რომლითაც ბედნიერი ვარ. მცირე სიმპტომებით, მე იმედი მაქვს, მკურნალობის მსუბუქ კურსს გავივლი,“ - წერს შოლცი და აღნიშნავს, რომ სამუშაო მაგიდასთან საქმიანობას განაგრძობს. ბერლინში, COVID19-ით დაავადებულებს არ უწევთ იზოლაცია, მაგრამ მათ სხვებთან კონტაქტისგან თავშეკავებას ურჩევენ.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი 14-15 დეკემბერს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტში მონაწილეობდა.