დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თავიანთი პირველი მისია უკრაინაში დაასრულეს, რომლის დროსაც ხელი მოეწერა შეთანხმებებს, მათ შორის, ნაღმების საწინააღმდეგო გემების მოვლა-პატრონობის, საარტილერიო სისტემების შეკეთებისა და დრონების წარმოების შესახებ. ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ერთობლივი სავაჭრო მისია შედგა 13-14 დეკემბერს და ის ეფუძნებოდა დიდი ბრიტანეთის მუდმივდ მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისადმი, 2014 წელს უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ.
შეხვედრის შემდეგ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ და BAE Systems-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას BAE Systems-ის იარაღის წარმოების ლოკალიზაციის შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და BAE Systems-ს შორის ასევე გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება შეკეთების, სათადარიგო ნაწილებისა და ახალი L119-ის მსუბუქი იარაღის წარმოებაზე თანამშრომლობის შესახებ.