აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.
„ჩვენი მზადყოფნა არცერთმა ცალკეულმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს. ასე რომ, წითელ ზღვაში ჩვენ მრავალეროვნულ საზღვაო სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ, რათა ნავიგაციის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი დავიცვათ,“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმები უნდა შეწყდეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ, მრავალი თვალსაზრისით, ეს თქვენი ომიც არის, რადგან თქვენ მსოფლიოში ცივილიზაციის ძალებს ხელმძღვანელობთ. ეს არის ბრძოლა ირანის ღერძის წინააღმდეგ, ირანის ტერორიზმის ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ბაბ-ელ-მანდების სრუტის დაკეტვით იმუქრება. ეს მთელი მსოფლიოს ნავიგაციის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს,“ - განუცხადა ნეთანიაჰუმ ლოიდ ოსტინს.
ამასთან, ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს.