დიდი ბრიტანეთი და უკრაინა უსაფრთხოების 10-წლიან პაქტს გააფორმებენ - The Telegraph

დიდი ბრიტანეთი და უკრაინა უსაფრთხოების 10-წლიან პაქტს გააფორმებენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი შეიძლება უახლოეს რამდენიმე კვირაში მოეწეროს.

The Telegraph-ის ცნობით, უსაფრთხოების 10-წლიანი პაქტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი კიევის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში სამხედრო მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. ასევე, გაერთიანებული სამეფო კიევს ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებს.