ბელგიის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, ადმირალ მიშელ ჰოფმანს მიაჩნია, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა სერიოზულად უნდა მიიღონ რუსული საფრთხე და მოემზადონ იმისთვის, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა, სხვა მეზობლებს შეუტიოს.
ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინაში წარუმატებლობის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია შეიცვლება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი საბოლოოდ გაიმარჯვებს.
ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სანერვიულო. კრემლისა და პრეზიდენტის პუტინის რიტორიკა ყოველთვის ორაზროვანია. სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში მათ სხვა რამის გაკეთება დაიწყონ. შეიძლება, იყოს მოლდოვის სამხრეთით, ეს შეიძლება, იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნები,“ - აღნიშნა ჰოფმანმა.
როგორც გენერალი აღნიშნავს, რუსებმა უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ მეზობელზე თავდასხმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს შესაძლებლობები ამის თავიდან აცილების მიზნით და რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიყოთ საპასუხო ბრძოლისთვის," - განაცხადა ჰოფმანმა.
NATO-ს მრავალეროვნული ჩრდილო-აღმოსავლეთ კორპუსის მეთაურმა დეკემბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინაში ომის მიუხედავად, აღადგენს თავის საბრძოლო შესაძლებლობებს და ეს ზრდის საფრთხეს ბალტიის რეგიონისთვის. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი შეშფოთებულია, რომ თუ დასავლელ მოკავშირეებს არ ექნებათ საკმარისი პოლიტიკური ნება უკრაინის გამარჯვებაში დასახმარებლად, რუსეთი ამას თავის გამარჯვებად აღიქვამს და დაიწყებს ახალი ომისთვის მზადებას, მისი ნებისმიერი მეზობელი კი შეიძლება, აგრესიის მსხვერპლი გახდეს გახდეს.
- გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს
- გენერალი სანდერსი ევროპის სიტუაციას ადარებს პერიოდს, როდესაც განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერთან დაპირისპირება