თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში სავარაუდოდ, მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.