უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს ფინანსურ დახმარებას, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი კიევს დაჰპირდნენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას - ძალიან ძლიერად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს, და იმას, რაზეც შევთანხმდით, აშშ ბოლომდე შეასრულებს.
ველით ამ დახმარებას, მათ დეტალები იციან, რისთვისაა ეს საჭირო, როგორ იმოქმედებს ეს, მათ იციან როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ თარიღების გადატანა,” - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მას საუბარი ჰქონდა ორივე პარტიის წარმომადგენლებთან.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო, ვინაიდან, 2023 წლისთვის რუსეთმა ვერცერთ თავის მიზანს ვერ მიაღწია.
„რაც შეეხება ბრძოლის ველს… ამ წლის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ შედეგს ვერ მიაღწია. 2023 წელზე ვსაუბრობ. ვერცერთ მიზანს… [უკრაინის] დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო. რუსეთმა ვერცერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია, რა სამი დღე? - ორი წელი”,- განაცხადა ზელენსკიმ.