უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიტუაცია რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყირიმელების, მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტ კრიმ.რეალიის ჟურნალისტ, ვლადისლავ ესიპენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლავ „რთულია“. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტის როქსოლანა ბიჩაის კითხვის პასუხად განაცხადა.
„რაც შეეხება ყირიმელებს, სიტუაცია რთულია. საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი სამადლობელი არაფერია. ვერაფერი გააკეთეს. ამ საკითხზე ერდოღანთან ძალიან ბევრი ვიმუშავე. ჯერჯერობით, პატივცემულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა შედეგი ვერ აჩვენა ყველა პატიმართან მიმართებით, რომლებიც იმყოფებოდნენ ყირიმის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის პლატფორმის სამიტში, აღნიშნეს, რომ სამოქალაქო პირების, მათ შორის ანექსირებული ყირიმში პატიმრების გაცვლის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სამხედრო ტყვეების.
უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 191 მცხოვრები აღმოჩნდა პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში, ყირიმის, მათგან 123, ყირიმელი თათარი იყო.