ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის წესებზე ახალ შეთანხმებას მიაღწია. მან ამ შეთანხმებას საეტაპო უწოდა.
შეთანხმება გზას უხსნის საბოლოო ხელშეკრულებას, რომელიც ივნისში, ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე უნდა დამტკიცდეს.
აქამდე წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რომელმა სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიგრანტებზე, მათი ჩასვლის მომენტში და უნდა დაეკისროთ თუ არა სხვა წევრ ქვეყნებს დახმარების პასუხისმგებლობა.
ბლოკის ძველმა შეთანხმებამ არ იმუშავა 2015 წელს, როცა ევროპაში უკანონოდ, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა. მათი უმეტესობა სირიასა და ერაყში ომებს იყო გამოქცეული.